კონფიდენციალურობა

შესავალი

უნიფეი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს თქვენი პირადი მონაცემების დაცვას. ეს პოლიტიკა ასახავს თქვენს უფლებებს რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მიერ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან , გამოყენებასთან და შეგროვებასთან. კონფიდენციალურობის პოლიტიკის და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.

რა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ?

როდესაც მომხმარებელი ეწვევა უნიფეის საიტს ან სარგებლობს ვებგვერდის მომსახურებით, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც იგზავნება თქვენი კომპიუტერიდან, მობილური ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი, ასევე ფინანსურ ინფორმაციას, როგორიცაა ბანკის ანგარიშის ნომერი, საკრედიტო ბარათის ნომერი.

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, თქვენი მიმდინარე სტატუსის და თქვენს მიერ განსახორციელებელი ტრანზაქციის ტიპის მიხედვით, ჩვენ მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას ბანკებიდან, საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებიდან, პირადობის შემმოწმებელი სამსახურებიდან და საკრედიტო სააგენტოებიდან.

უფლებას ვიტოვებთ მოვითხოვოთ თქვენი პირადობის და მისამართის დამამტკიცებელი საბუთი. ჩვენ ვიმახსოვრებთ თქვენს ბრაუზერს და ip მისამართს. თუ თქვენ გამოგვიგზავნით ელექტრონულ შეტყობნებას ჩვენ შევინახავთ მას. ასევე ვინახავთ ჩვენ საიტზე გაკეთებულ ნებისმიერ ტრანზაქციას. ასევე ინფორმაციას შეგროვებულს ქუქი ფაილების მიერ.

პირადი ინფორმაციის გამოყენება

თქვენს პირად ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი უნიფეის ანგარიშის ამოქმედების და ჩვენს მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით. ჩვენ ასევე გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს, პირადობის შემმოწმებელ სამსახურებს და საკრედიტო სააგენტოებს, რაც წარმოადგენს ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობის შემადგენელ ნაწილს.

აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და ჩვენი ფინანსური რისკის მართვა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ჩვენი გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები თქვენს ინფორმაციასთან ერთად. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ პირდაპირ ეთანხმებით აღნიშნული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაცვლას. ამასთან, უნიფეის ანგარიშის სხვა მფლობელისთვის თანხის გაგზავნის შემთხვევაში, ჩვენ, როგორც მინიმუმი, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს გადავცემთ თანხის მიმღებს . ჩვენ შესაძლოა ასევე თქვენს მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხების მიმღებებს გავუგზავნოთ სხვა ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, მისამართი და საცხოვრებელი ქვეყანა, თუ მიმღებები მოგვთხოვენ ამგვარ ინფორმაციას გადახდის პროცესის გამარტივების, გადახდების კომერციულ ტრანზაქციებთან შესაბამისობაში მოყვანის ან თაღლითურ ქმედებებზე და ფულის გათეთრებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ უნიფეის კორპორატიულ ჯგუფში გაერთიანებულ სხვა ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან თქვენთვის ან თანხის მიმღებისთვის სერვისების გაწევის პროცესში. თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას. თუ თქვენ მოგვმართავთ მესამე პირის მეშვეობით და ეს მესამე პირი უფლებამოსილია ტრანზაქციის მოცულობების, რაოდენობების ან ტიპების მიხედვით საკომისიოს გადახდაზე, ჩვენ შესაძლოა ეს პირადი მონაცემები, მათ შორის ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ აღნიშნულ მესამე პირს საკომისიო გადახდების უზრუნველყოფის მიზნით. თუ პირადი მონაცემების მოპოვება ხდება მესამე პირის, მაგალითად მოვაჭრის, სარეკლამო ვებგვერდის ან უნიფეის პარტნიორი ვებგვერდის მიერ ან მისი საშუალებით, თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლოა ასევე დარეგულირდეს მესამე პირის კონფიდენციალობის შესახებ პოლიტიკით.

თქვენ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის რომ: გახსნათ ანგარიში უნიფეის სისტემაში, შეავსოთ ბალანსი , გაგზავნოთ ან მიიღოთ თანხა სხვა მომხმარებლისგან. შეამოწმოთ და მართოთ თქვენი უნიფეის ანგარიში, ვუზრუნველყოთ დამკვეთის მხარდაჭერა, უსაფრთხო ტრანზაქციის პროცესი , დავების გადაჭრა, მოვკრიბოთ გადასახადი, დაგიკავშირდეთ თქვენი ელექტრონულ ფოსტაზე რათა შევამოწმოთ ტრანზაქციის სისწორე და ანგარიშის ავთენტურობა. შემოგთავაზოთ ინფორმაცია უნიფეის პროდუქციასა და მომსახურება შესახებ. დროდადრო გაცნობოთ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური ცვლილებები შესახებ საიტზე, თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.

თქვენი უნიფეის ანგარიშის გახსნის მიზნით, მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ჩვენ შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის ორგანოებს. შემოწმების მიზნით, ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს ანგარიშის მრავალჯერადად გახსნის ან სხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. მხოლოდდამხოლოდ ამ მიზნით, ჩვენ შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში.

ქუქი ფაილები და როგორ ვიყენებთ მას?

ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები . ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენ მყარ დისკზე ინახავს თქვენ მიერ მონახულებული ვებგვერდი. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებთან.

ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი და როცა თქვენ შედიხართ საიტზე ის აქტივირდება, ხოლო როცა ტოვებთ მას ავტომატურად ირთვება. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში , თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ სესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი საიტს ყველა გვერდს.

პირადი ინფორმაციის კონტროლი

თუ თქვენი პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ მონაცემები უნიფეის ანგარიშის ,,პროფილის ” განყოფილებაში ან დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს. უნიფეი პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის შედეგად.

თქვენი ანგარიშის დეაქტივაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს. კანონის ძალით ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინახოთ გარკვეული ჩანაწერები თქვენი ანგარიშის დახურვიდან სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში .

კომუნიკაცია

წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სისტემის მიერ გენერირებული ტრანზაქციების შესახებ ელექტრონული შეტყობინებები, როგორიცაა ბალანსის შევსები დადასტურების, გადახდების მიღების, პაროლის შეცვლის შესახებ შეტყობინებები და ა.შ . რეგისტრირებული მომხმარებლები დროდადრო ინფორმაციას მიიღებენ პროდუქტებზე, სერვისებზე და სპეციალურ ტრანზაქციებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მას არ სურს ამგვარი ბიულეტენის მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღებასთან ან არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა უნიფეის ანგარიშის განყოფილებაში ან ნებისმიერი საინფორმაციო ბიულეტენის ელექტრონულ შეტყობინებაში შესაბამის ბმულზე დაწკაპებით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მაინც მიიღებთ ისეთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.

ბმულები

უნიფეის ვებგვერდი შეიცავს მესამე პირთა ვებგვერდების ბმულებს. გაცნობებთ, რომ უნიფეის პასუხს არ აგებს მესამე პირთა აღნიშნული ვებგვერდების კონფიდენციალურობაზე.

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ გაეცნონ თითოეული იმ ვებგვერდის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომელსაც ეწვევიან ჩვენს ვებგვერდზე არსებულ ბმულზე დაწკაპებით. ეს კონფიდენციალობასთან დაკავშირებული განცხადება ვრცელდება მხოლოდ უნიფეის ვებგვერდზე და უნიფეის სერვისებზე.

უსაფრთხოება

უნიფეი იცავს თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. როგორც კი შეხვალთ თქვენი ანგარიშის სისტემაში, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცულია SSL (დაცული სოკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით , რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 1028 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია Thawte–ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს. თქვენ არასოდეს უნდა გაანდოთ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები ან ლოგინი. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი ლოგინის რომელიმე დეტალს საფრთხე შეექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს როგორც კი სისტემაში შეხვალთ, თუმცა ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს და გვაცნობოთ ის მიზეზი, თუ რატომ გგონიათ, რომ თქვენს ანგარიშს საფრთხე ემუქრება. თქვენი უნიფეის ანგარიშის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხეთ ანგარიშის გამოყენების პირობები.

ცვლილებების შესახებ შეტყობინება

კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში ცვლილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. თუ ჩვენ დავაპირებთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას მათი შეგროვების დროს განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული გზით, ჩვენ ამას შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით. თქვენ უფლება გაქვთ პროტესტი გამოთქვათ თქვენი პირადი მონაცემების ნებისმიერი ახალი სახით გამოყენებაზე კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ ამგვარ პროტესტს განვიხილავთ თქვენი უნიფეის ანგარიშის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინებად.